მთავარიUncategorizedექიმი ნანა გეგეჭკორი ცერცვაძეს: სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას გავექეცი

ექიმი ნანა გეგეჭკორი ცერცვაძეს: სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას გავექეცი

Published on

ბრუკლინის Maimonides Medical Center-ის ექიმი ნანა გეგეჭკორი თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს მიმართავს. ცერცვაძემ უცხოეთში მყოფ ექიმებს მოუწოდა, “მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, რომელშიც საქმიანობთ. ყველა იმ ქვეყანაში, რომელშიც ეს ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში”.

..საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა, როგორც თქვენი… ამბობს პასუხად ნანა გეგეჭკორი

სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით, ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს.

ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ, ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს, ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება, მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში… მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდღიურობა გახდა…

რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება…


სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...