მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ამ ფარსში მე მონაწილეობას არ მივიღებ და დაგტოვებთ მარტო“ - ნაციონალური მოძრაობის“...

„ამ ფარსში მე მონაწილეობას არ მივიღებ და დაგტოვებთ მარტო“ – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

Published on

ცესკო-ში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

როგორც კირთაძემ განაცხადა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ის არ აპირებს სხდომას დაესწროს.

„თქვენს მიერ ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, მოსყიდვით, ყოვლად უსამართლოდ და გაუმჭვირვალედ. დღევანდელ კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენ ამ სიყალბით სავსე ოქმს ხელს მაინც მოაწერთ, შემდგომში ალბათ თქვენებთან, „ქართული ოცნების“ შტაბში დარეკავთ და ეტვით – „ხელი მოვაწერე და კრება დარჩა მხიარულიო“. შევეცდები, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ დაფიქრდეთ კარგად, დაფიქრდეთ არა იმაზე, სიყალბით სავსე ოქმზე ხელმოწერით რა სარგებელს მოუტანთ თქვენს თავს, არამედ იმაზე, რამხელა ზიანს მიაყენებთ ჩვენს ქვეყანას, მომავალ თაობას და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ, – განაცხადა დავით კირთაძემ.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...