მთავარისიახლეებიმსოფლიოვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ...

ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ფაშინიანი შიდაპოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში ხელი მოაწერა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულების თაობაზე.

2 დეკემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერთა ონლაინ სამიტზე პუტინმა თქვა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად „ფაშინიანს მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებები უნდა მიეღო“.

„დღევანდელ სხდომაზე ყველას გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობის დონე, როცა ამგვარი გადაწყვეტილებები მიიღება. [ფაშინიანმა] იკისრა ეს პასუხისმგებლობა და ჩვენი ამოცანაა, მხარი დავუჭიროთ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს მათ ძალისხმევაში, რათა დაამყარონ მშვიდობა, შეძლონ ყველა მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება, დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ,“ თქვა პუტინმა.

თავის მხრივ, ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს უწოდა „რეგიონში უსაფრთხოების გარანტები“ და აღნიშნა, რომ პუტინმა „განსაკუთრებული როლი“ ითამაშა „სისხლისღვრის შესაჩერებლად.“

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...