მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში - NATO...

ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში – NATO ხვალ თბილისთან და კიევთან რეგიონში თავისი ძალების გაძლიერებას განიხილავს

Published on

1-2 დეკემბერს გაიმართება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფერენცია, რომელიც ეძღვნება რუსეთის მისწრაფებას გაზარდოს სამხედრო განლაგება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებში განსაკუთრებით კი ყირიმშიდა ამ ტენდენციისსაწინააღმდგო ქმედებას ნატოს მხრიდან.

ნატოს გენერალურმა მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონს ნატოსა და ნატოს ყველა მოკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, ისინი მჭიდროდ თანამშრომლობენ პარტნიორ საქართველოსა და უკრაინასთან. ნატოს 3 წევრი ქვეყანა — თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შავი ზღვის სანაპირო ქვეყნებია. ასე რომ, სტოლტენბერგის თქმით, ნატო შავი ზღვის რეგიონში ძალებს ინარჩუნებს.

“როგორც პარტნიორები, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინასა და საქართველოსთან, რადგან ვხედავთ, რომ ყირიმის უკანონო ანექსიითა და საქართველოს ნაწილებში რუსი სამხედროების განთავსებით, რუსეთი ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას აგრძელებს”, — აცხადებს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, ისინი პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებენ, რადგან ხედავენ, რომ რუსეთი რეგიონში სამხედრო განლაგებას ზრდის, განსაკუთრებით კი ყირიმში.

“ამიტომ, ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა რეგიონში და ამ საკითხებს განვიხილავთ ჩვენს პარტნიორებთან, საქართველოსა და უკრაინასთან. ოთხშაბათს, 2 დეკემბერს ამ ორი პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვდებით”, — თქვა სტოლტენბერგმა.

სიახლეები

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...

პენსიონრებზე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა

"თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით...