მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციამ პარლამენტთან კარვები გაშალა - მოთხოვნა უცვლელია

ოპოზიციამ პარლამენტთან კარვები გაშალა – მოთხოვნა უცვლელია

Published on

გაყალბებული არჩევნების გამო – სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები უწყვეტი პროტესტისთვის ემზადებიან. მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეებს სამი მთავარი მოთხოვნა აქვთ:

2020 წლის არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვნა
დისკრიმინაციული ლოქდაუნის – რეგულაციების გაუქმება.
პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

აქციის მონაწილეები, საქალაქო ტრანსპორტის აღდგენას ითხოვენ და 24 საათიან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

აქციის ერთ–ერთი მოთხოვნა გარეჯის საქმეზე დაკავებული პოლიტ.პატიმრების გათავისუფლებაა. შეგახსენებთ, დღეს გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა კარტოგრაფებს პატიმრობაში.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნომებრიდან 31 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

შეზღუდვების მიხედვით, ჩერდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, იხურება და მიტანის სერვისზე გადადის ყველა რესტორანი და კვების იბიექტი, ახალი შეზღუდვები შეეხო ბაზრობებს, სასწავლო დაწესებულებებსა და გარეთ გადადგილებსაც.

მთავრობის ახალი გეგემის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქება და მოხსნა ეტაპობრივად მოხდება.

სიახლეები

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...