მთავარისიახლეებიპოლიტიკაჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება, კადიროვის მიერ მისთვის მიჩენილ კაცს კი...

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება, კადიროვის მიერ მისთვის მიჩენილ კაცს კი ბრალი დაუმძიმდა

Published on

ვასამბეკ ბოკოვის სახელით დაკავებულ პირს , რომელიც ტელეკომპანია მთავარი არხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალსა და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას სისტემატურად ახორციელებდა, ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება, იგი ამ წუთებში სუს-ში იმყოფება და ვარაუდობს, რომ უწყების კონტრტერორისტულ ცენტრი გამოძიებასთან დაკავშირებულ მასალებს გააცნობს.

სუს-ის ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის უკანონოდ შეძენისა და გამოყენების ბრალდებით დაკავებული პირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე — მაგომედ გუციევია, რომელმაც ვასამბეკ ბოკოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არაერთხელ უკანონოდ გადაკვეთა.

2020 წლის 27 ნოემბერს მაგომედ გუციევს ბრალდება წარედგინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება), 157-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა), 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება) გათვალისწინებული ქმედებებისათვის.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...