მთავარისიახლეებიპოლიტიკაპური არ გაძვირდება? - ხელისუფლების მორიგი ტყუილი თუ დროებითი სუბსიდირება...

პური არ გაძვირდება? – ხელისუფლების მორიგი ტყუილი თუ დროებითი სუბსიდირება უკმაყოფილების ტალღის გადასაგორებლად

Published on

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხშირი იყო მსჯელობა პურის გაძვირებასთან დაკავშირებით, თუმცა მისი თქმით, პურზე ფასი არ მოიმატებს. დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ არსებული ფასები შენარჩუნდეს. მისივე თქმით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.

“შემდგომში ჩვენ დაკავრდებით სიტუაციას, როგორი იქნება საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ განვსაზღვრეთ ფასი 53 ლარით. ეს არის ფიქსირებული ფასი, რომელიც არის პირობა წისქვილებისთვის, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს. ეს არის იმ კატეგორიის ფქვილი, რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ სუბსიდია იქნება არა უმეტეს 10 ლარისა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს პროგრამაში ჩართული წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ”, — განაცხადა დავითაშვილმა.

ის, ასევე, ამბობს, რომ იყო ძალიან ბევრი განცხადება, როგორც პურის მწარმოებელთა, ისე ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციიდან, რომ პურზე ფასის გასაძვირებლად ობიექტური გარემოებები არსებობს

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...