ხელისუფლების გადაწყვეტილებით ქვეყანაში ხვალიდან ახალი შეზღუდვები იწყება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის გამოცხადებულ ახალ “ლოქდაუნს” ეხმაურება და აბსურდულ გადაწყვეტილებად აფასებს.
იგი ამბობს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ხელისუფლებას ხალხის პროტესტის ჩახშობა სურს.
,,სილამაზის სალონებს არ კეტავთ, არც უნდა დაკეტოთ და კეტავთ დიდ სავაჭრო ცენტრებს. რანაირად არის სილამაზის სალონი უფრო უსაფრთხო, ვიდრე დიდი სავაჭრო ცენტრი. როგორაა, რომ 24-ში ისევ გაიღება?! ესე იგი ახალ წელზე, არდადეგებზე მიდის ვირუსი სადმე? რამე საგზური აქვს აღებული? თუ სულ სხვა რაღაცაა, რომ გინდათ სასწრაფოდ, კონტრაბანდულად შეიყვანოთ თქვენი არალეგიტიმური, უკანონო პარლამენტი, დანაშაულებრივი გზით დანიშნული და ამისთვის გჭირდებათ და ხალხი ფეხებზე გკიდიათ.
მთავრობას უნდა, რომ ჩაკეტოს ხალხი, ერთადერთი გამოსავალია ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით.
ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხმა ჩაკეტოს ეს ოცნების მთავრობა და ამოისუნთქოს შვებით. მერე პარალელურად ვირუსსაც დავამარცხებთ და წელშიც გავიმართებით” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.