,,ხვალ უცებ თათარაში ჩურჩხელის ამოვლება რომ აგვიკრძალონ…” – შალვა ნათელაშვილი

0
486

მთავრობის დაწესებულ ახალ შეზღუდვებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ეხმაურება.

,, ხვალ უცებ თათარაში ჩურჩხელის ამოვლება რომ აგვიკრძალონ. საჯაროდ, თორე სახლში თუ ვიქნებით, რას გაიგებენ” – წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე

მცირე ხნით ადრე ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი შეზღუდვები მიზნად ისახავს არა მოსახლეობის გადარჩენას ვირუსისგან, არამედ ივანიშვილის მიერ, გაყალბებული არჩევნებით, უზურპირებული ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს ფაქტიურად სამხედრო-პოლიტიკური დიქტატურის ახალი ფორმაა.

ნაცვლად იმისა, რომ მსოფლიოდან ჩვენთვის დასახმარებლად გამოყოფილი 10 მილიარდი გამოყენებულიყო ვაქცინების შესაძენად, რომელიც დღე-დღეზე გამოვა ბაზარზე და მთელ მსოფლიოში დაიწყება აცრები, აღნიშნული ფული ბატონმა ბიძინამ მოახმარა საკუთარ სამშენებლო ბიზნესს, საკუთარ სასტუმროებს, საკუთარ ბანკებს და დღეს გვაყენებენ არჩევანის წინაშე: ან აირჩიეთ კოვიდი, ან შიმშილი! ამ კანიბალისტურ შემოთავაზებაზე ქართველ ხალხს მრისხანე პასუხი ექნება!


მოვუწოდებ ივანიშვილის ოლიგარქატს! უცხოეთიდან ჩვენთვის გამოყოფილი ფულიდან, სასწრაფოდ შეისყიდონ ვაქცინები და დაიწყონ მოსახლეობის აცრა! მორჩით საკარანტინო მანიპულირებებს! მიეცით ხალხს საშუალება საშობაო დღეებში მიიღონ ელემენტარული შემოსავალი! – მიმართავს შალვა ნათელაშვილი ივანიშვილსა და მის ხელისუფლებას.

წინა სტატიაანტი-კოვიდი ( II სეზონი), გადაცემა 40 (27.11.2020) [Video]
შემდეგი სტატიაპელე მარადონას დაემშვიდობა: ,,იმედია, მე და დიეგო კიდევ ავკენწლავთ ბურთს სადმე, ცაში”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური