შეზღუდვები ზამთრის კურორტებზეც ვრცელდება – ჩერდება სათხილამურო ტრასები და საბაგიროები

0
394

მთავრობის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვების მიხედვით, წელს ქვეყანაში ზამთრის კურორტები შეზღუდვებით იმუშავებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;
  • ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

გარდა ამისა, კურორტებსა და 8 დიდ ქალაქში იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, იკრძალება ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა, მუშაობას შეაჩერებენ ბაღებიც, სკოლები კი მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

დიდ ქალაქებში – ქ. თბილისში, ქ. ბათუმში,  ქ. ქუთაისში,  ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ.თელავში – და სათხილამურო კურორტები – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • ქ. თბილისის,  ქ. თელავის, ქ. ბათუმის,  ქ. ქუთაისის,  ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;
  • სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;
  • ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;
  • სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;
  • კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.
წინა სტატიასაკოორდინაციო საბჭო 70 წელს გადაცილებული ადამიანების ქუჩაში გადაადგილების შეზღუდვის რეკომენდაციით გამოდის
შემდეგი სტატია100 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში 16 წლამდე პირები მიიღებენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური