თავდასხმა მედიკოსზე – რა მოხდა ბათუმის კოვიდსასტუმროში

0
371

ბათუმის კოვიდსასტუმროში ექთანს პაციენტი, 41 წლის მამაკაცი დაესხა თავს და დაზიანებები მიაყენა,მამაკაცს, ხელში ეჭირა ე.წ. ბრიტვა და თერმომეტრის გადანატეხი, რომელიც, დაზიანებული მედიკოსის თქმით, ყელზე ჰქონდა მიბჯენილი და რომ არა სხვა პაციენტი, რომელიც ექთანს მიეშველა, შემთხვევა, შესაძლოა, ფატალურადაც დასრულებულიყო.

კონფლიქტის მიზეზი, სავარაუდოდ, პაციენტის მხრიდან დამატებთ, “რაიმე ძლიერი” პრეპარატის მოთხოვნა გახდა, რომელიც ექთანმა არ დააკმაყოფილა. 

ექთანმა დაზიანებები, ძირითადად, მაჯაზე მიიღო. მედიკოსები ამბობენ, რომ მამაკაცი, ზოგადად, აგრესიული იყო და ამის მიზეზად ერთერთ სამედიცინო პროგრამაში მის ჩართულობას ასახელებენ. 

თვითმხილველები დაცვის სამსახურის დროულ რეაგირებასაც  უსვამენ ხაზს, ამავე დროს ამბობენ, რომ ექთნის დაზიანების შემდეგ კოვიდპაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა და მე-14 სართულიდან აპირებდა გადმოხტომას.

ხელები გადამიგრიხა, თითები მაქვს „ბრიტვით“ დასერილი. ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, მაგრამ არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. უკან დამსდევდა. ვეუბნებოდი, რომ პალატაში დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ მაინც ფეხდაფეხ მომსდევდა.

ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – უთხრა “ბათუმელებს” დაზარალებულმა ექთანმა ასმათ ვარშალომიძემ.

ასმათ ვარშალომიძე “ბათუმელებთან”, ასევე ამბობს, რომ მისი დასერვის შემდეგ კოვიდპაციენტმა თვითდაზიანებებიც მიიყენა.

წინა სტატიამოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ოპოზიციასთან ამერიკის ელჩი კონსულტაციებს მართავს
შემდეგი სტატიადიეგო მარადონა გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური