მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ოცნება'' რაღაცებზე დაფიქრდა, როგორც ჩანს, გააცნობიერეს, რომ სრული ქაოსი და საშინელი...

“ოცნება” რაღაცებზე დაფიქრდა, როგორც ჩანს, გააცნობიერეს, რომ სრული ქაოსი და საშინელი ზამთარი გველის”-ალეკო ელისაშვილი

Published on

მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ, როგორც, ჩანს, გააცნობიერა კრიზისის სიღრმე და “რაღაცებზე დაფიქრდა”/

,,დღეს პირველად ვნახე, რომ ქართული ოცნება რაღაცებზე დაფიქრდა, ეს ფაქტია. როგორც ჩანს, მათ გააცნობიერეს სიღრმე და მასშტაბი ამ კრიზისის. გააცნობიერეს, რომ სრული ქაოსი და საშინელი ზამთარი გველის. როგორც ჩანს, დაიწყეს რაღაც კონტურების მოხაზვა, რაც, ძალიან კარგია”, — განაცხადა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ.

ძალიან ნელა, წვალებით, რთულად, მაგრამ დღეს პოზიციები გაცილებით მეტადაა დაახლოებული, ვიდრე წინა დღეებში იყო. ხელისუფლება ოპოზიციისკენ აშკარად ნაბიჯებს დგამს. ტენდენცია პოზიტიურია, “ქართულმა ოცნებამ” გააცნობიერა კრიზისი, გააცნობიერა თუ როგორი ზამთარი გველის, გააცნობიერა პერსპექტივა იმის, რომ ერთპარტიული პარლამენტი როგორი სამარცხვინო შეიძლება იყოს. წითელი ხაზები ისევ არსებობს, მაგრამ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯებია. შესაბამისად, ოპტიმიზმი მომატებული მაქვს. ოპოზიციას ძალიან მცირე სივრცე აქვს კომპრომისისთვის, ნაბიჯები ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას და როგორც ჩანს, ამის მზაობაა. ფაქტია, რომ დღევანდელი დღე სამზადისია მესამე რაუნდისთვის, რომელიც ნაყოფიერად უნდა დასრულდეს. დღეს რა აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო ძალიან მკაფიოა, რაც მისასალმებელია”, – განაცხადა ელისაშვილმა.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...