მთავარისიახლეებიპოლიტიკამოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ოპოზიციასთან ამერიკის ელჩი კონსულტაციებს მართავს

მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე ოპოზიციასთან ამერიკის ელჩი კონსულტაციებს მართავს

Published on

როდის გაიმართება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჯერ ისევ უცნობია. დღეს, ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდება. რეზიდენციაში ერთ-ერთი პირველი “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მივიდა.

“ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ელოდებოდნენ იმას, რომ ქართული ოცნება მოიტანდა რაღაც შემხვედრს წინადადებებს, მაგრამ თუ ქართული ოცნება ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი, არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის რაც საქართველოს მოსახლეობა აირჩია, ძალიან ცდება”, – ამბობს ხატია დეკანოიძე.

მისი თქმით, ელოდებიან, რა წინადადება ექნება მმართველ გუნდს, რადგან ოპოზიციის პოზიცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უცვლელია.

“ევროპული საქართველოს” წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციამ არაერთხელ დააფიქსირა მისი პოზიცია, რომ დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე პარლამენტში შესვლას არ აპირებენ და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

“გამოვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რომელიც კანონმდებლობითაა დაშვებული, პროტესტის ყველა ფორმას. ბურთი არის ქართული ოცნების და მთავრობის მხარეს, ჩვენ მეორე რაუნდის ბოლოს ჩვენი წინადადებები დავაფიქსირეთ, ახლა მათი ჯერია”, – თქვა ლევან თარხნიშვილმა.

რაც შეეხება პარტია “ლელოს”, მათ დიპლომატიური კორპუსის და ფასილიტატორების ძალისხმევის იმედი აქვს.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...