შსს-ს ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სკოლაში მუშა დაზიანდა. სკოლაში სარემონტო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც აქ იყო დასაქმებული, სამშენებლო მასალა დაეცა. მამაკაცს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ის გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, მისი მდგომარეობა, ექიმების შფასებით, მძიმეა.
ჯიხაშკარის მე-2 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდში აცხდებენ, უსაფრთხოების წესებს მკაცრად იცავენ, მამაკაცს მუშაობის დროს დამცავი ჩაფხუტი ეხურა,რომელმაც იგი დაზიანებისგან დაიცვა. სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშა შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა, როდესაც მესამე სართულიდან გადმოყრილი ნაშალი მასალა თავში მოხვდა.