მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ხელისუფლებას...

„ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ხელისუფლებას აკისრია“ – გრიგოლ ვაშაძე

Published on

„ჯერჯერობით ვართ იქ, სადაც ვიყავით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფასილიტატორებთან გამართული კონსულტაციების შედეგებზე საუბრისას.

„ჩვენს ფასილიტატორებს აინტერესებთ, დარჩა თუ არა სივრცე იმისათვის, რომ იყოს მიღწეული რამე შეთანხმება. გესმით, რომ ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით – ეკონომიკური, პოლიტიკური, საგარეო-პოლიტიკური, კარზე მომდგარი რუსეთით და ეპიდემიით – უკიდურესად სახიფათო იქნება საქართველოსთვის. ამიტომ აინტერესებთ, არის თუ არა სივრცე, არის თუ არა მანევრის საშუალება, რომ შევთანხმდეთ, მოვილაპარაკოთ და რაღაცა კომპრომისი გამოინახოს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ. მისი თქმით, ოპოზიციის ყველა მოთხოვნა ძალაშია და ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის ხელისუფლებას აკისრია:

„იმედი ვიქონიოთ, რომ ყველა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხელისუფლება, რომელსაც აკისრია ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, ხელისუფლება გაიგებს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის ფუნქციონირებადი პარლამენტი, როდესაც საზოგადოების ორი მესამედი არ ცნობს პრეზიდენტს და როდესაც ამდენი გამოწვევა და პოლიტიკური ეკონომიკური და არ ვიცი, რამდენი ჩამოვთვალო, კრიზისია კარზე მომდგარი“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ ფასილიტატორებთან გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...