მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯიხაშკარის სკოლაში მუშა დაზიანდა

ჯიხაშკარის სკოლაში მუშა დაზიანდა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის სკოლაში მუშა დაზიანდა. როგორც ირკვევა, სკოლაში სარემონტო სამუშაოების დროს ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც აქ იყო დასაქმებული, სამშენებლო მასალა (დესპე) დაეცა. მამაკაცს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. ის გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში და ამ ეტაპზე უტარდება კვლევები :

“შემოყვანილია მამაკაცი, თავის არეში აქვს დაზიანება, უტარდება კვლევები და ვერ გეუბნებით ზუსტ პასუხს”- უთხრა “ოდიშინიუსს” საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ.

ცნობისთვის ჯიხაშკარის მე-2 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდში აცხდებენ, რომ მუშას მუშაობის დროს კასკა ეხურა,რომელმაც იგი დაზიანებისგან დაიცვა.”მკაცრად იცავენ უსაფრთხოების წესებს, გადაყვანილია რეფერალურ საავადმყოფოში, უტარდება კვლევები და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,-ამბობენ მუნიციპალურ ფონდში.

სიახლეები

სტუდენტები ეთნიკური უმცირესობის სტუდენტების განათლების უფლების უზრუნველყოფას და ილიაუნის ავტონომიურობას ითხოვენ

სოლიდრობა ილიას უნივერსიტეტს - სასწავლო დაწესებულებასთან ცოტა ხნის წინ, საგანგებო განცხადება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა...

ამოღებულია უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა – დაკავებულია 51 პირი-შსს

სპეოცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 პირი დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ვიზიტს აჯამებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი განცხადება გაავრცელა. მათი თქმით,...

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა

თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა, "მთავარი ამბები კახეთიდან" ავცელებს....