მთავარისიახლეებისაზოგადოებაფადი ასლი: საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა და ახლა საპარლამენტო უმრავლესობის მიტაცებას...

ფადი ასლი: საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა და ახლა საპარლამენტო უმრავლესობის მიტაცებას ცდილობს

Published on

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ამერიკის და ევროკავშირის ელჩებს მიმართავს. ფადი ასლი ღიად ამბობს რომ საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა და ახლა საპარლამენტო უმრავლესობის მიტაცებას ცდილობს. 

ბიზნესმენი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს შეწყვიტონ ოპოზიციაზე ზეწოლა.

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამგვარი მესიჯები რომ დასავლურ ინტერესებს ასუსტებს ქვეყანაში და გზას უხსნის ოლიგარქიის კიდევ უფრო გაძლიერებას, რაც საქართველოზე რუსეთის გავლენის ზრდას ნიშნავს, ამაზე თანხმდებიან ექსპერტებიც. 

დასავლელ პარტნიორებს უკვე აქვთ ინფორმაცია, როგორ გაყალბდა არჩევნები. რატომ მოუწოდებენ პარლამენტში შესვლისკენ ოპოზიციას, ამ კითხვაზე საკუთარი მოსაზრება აქვთ ექსპერტებს. 

განმარტავენ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებს არწმუნებს რომ ხელახალი არჩევნები ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს, დემოკრატიული პრინციპების ერთგული დასავლეთი კი ცდილობს ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდეს. 

ანალიტიკოსების აზრით, დასავლელ პარტნიორებს სჯერათ,  თუ საპარლამენტო უმრავლესობა ქართული ოცნების ხელში იქნება, ეს პირდაპირ ნიშნავს რომ პარლამენტში რუსული გავლენა დარჩება. ექსპერტები მიიჩნევენ რომ ამ ფონზე პარლამენტში ოპოზიციის  შესვლა მოსკოვს  ვერ გაანეიტრალებს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ არჩევნების უპრეცედენტო გაყალბების ფონზე, არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა მძიმე შედეგებს მოიტანს.

შეფასებები მოჰყვა დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას  რომელშიც საელჩო ხელისუფლებასა და ოპოზიციას საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს. 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...