მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: “ვარდების რევოლუციამ საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და აქცია მსოფლიოს...

მიხეილ სააკაშვილი: “ვარდების რევოლუციამ საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და აქცია მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ვარდების რევოლუციის” შედეგებზე საუბრისას ამბობს, რომ ამ პერიოდში, საქართველო მსოფლიო რუკაზე გაჩნდა.

მიხეილ სააკაშვილისვე თქმით, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიღწეული წარმატებიდან – 2012 წელს, რუსეთის მიერ მოგზავნილი ოლიგარქის მეშვეობით საქართველო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში აღმოჩნდა.

17 წლის თავზე მშვიდობიან “ვარდების რევოლუციის” შედეგებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა  “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”  ისაუბრა.

“ვარდების რევოლუცია იყო ის მოვლენა, რომელმაც საქართველო დასვა მსოფლიო რუკაზე და რომელმაც საქართველო აქცია მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებად სახელმწიფოდ, ეს არის ისტორიული უტყუარი ფაქტი. ვარდების რევოლუცია არის მოვლენა, რომელზეც ლაპარაკობდა მთელი მსოფლიო და რომელსაც აშუქებდა. ვარდების რევოლუციამ ჩამოიყვანა საქართველოში ამერიკის 3 პრეზიდენტი. მაჩვენეთ ერთი პატარა ქვეყანა, ჩვენი გეოპოლიტიკის მქონე, სადაც ნამყოფია ამერიკის 3 პრეზიდენტი: ეს არის ჯორჯ ბუში, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი. მართალია, ზოგი მოგვიანებით გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის 3 პრეზიდენტი ჩამოვიყვანეთ.

ვარდების რევოლუცია არის ის, რამაც მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო აქცია ნომერ პირველ რეფორმატორად , რომელმაც 4-ჯერ გაზარდა საქართველოს ეკონომიკა. რომელმაც საქართველო აქცია ფუნქციონირებად სახელმწიფოდ და სიამაყის თემად მსოფლიოში გაბნეული ქართველებისთვის. ამგვარად ეს არის მართლაც წარმოუდგენელი მასშტაბის ისტორიული მოვლენა. რეალურად ვარდების რევოლუციის შედეგად ჩვენ მივიღეთ ფუქციონირებადი სახელმწიფო, შემდეგ 2012 წელს ეს სახელმწიფო მიიტაცა ერთმა ოლიგარქმა, რომელის გამოგვიგზავნა რუსეთმა, ეს ეჭვს არ იწვევს საერთოდ. მას ამ საქმისთვის მისცა 2 მილიონი დოლარი, პუტინმა თქვა, რომ ჩვენ დაველოდებით არჩევნებს და დავუჭერთ მხარს, ვისაც დავუჭერთ, დაუჭირეს მხარი და გამოაგზავნეს, მოხდა ქართული  სახელმწიფოს მიტაცება, ახლა ხდება ქართული სახელმწიფოს განადგურება, რომელიც თუ ამათ შერჩათ არჩევნების მოპარვა  საბოლოოდ წერტილი დაესმებ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობას. ამიტომ ჩვენ დიდი აღმავლობიდან და აღმაფრენიდან დავედით, მივედით დღევანდელ უღრმეს კრიზისამდე” –  ამბობს მიხელ სააკაშვილი

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...