მთავარისიახლეებიპოლიტიკაბენ ჰოჯესი: ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს

ბენ ჰოჯესი: ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს

Published on

ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოსაწვევი ნატოში დაუყოვნებლად გაწევრიანების თაობაზე, – წერს ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალი ბენ ჰოჯესი „Euobserver”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების და იქ რუსეთის როლის გაძლიერების კონტექსტში, დასავლეთის სამხედრო ალიანსის ყოფილი მაღალჩინოსანი აუცილებლად მიიჩნევს ასევე „ნატოს ყოფნის გაძლიერებას საქართველოში, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის ჩათვლით“.

ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა მანამდეც განაცხადა, რომ ნატომ მომავალ სამიტზე საქართველო ალიანსში უნდა მიიწვიოს

სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის სამხედრო პოზიციების გაძლიერება, ჰოჯესის თქმით, შეაგნებინებს რუსეთის, რომ ეს რეგიონი მათთვის სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.


„სანამ ასეთი შესაძლებლობა კიდევ გვაქვს, დასავლეთი კონკურენციაში უნდა ჩაებას სამხრეთ კავკასიაში, თუ გვსურს, თავიდან ავიცილოთ დიდი სახელმწიფოების კონფლიქტი“, – წერს ბენ ჰოჯესი.

სიახლეები

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...

პურის გარკვეული სახეობები 5- 10 თეთრით გაძვირდა

პურის გარკვეული სახეობები 5-10 თეთრით გაძვირდა ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ სუპერმარკეტში...

ზელენსკის თქმით, ტრამპის წარმომადგენლებმა უთხრეს – “რუსები მოლაპარაკებისთვის მზად არიან”

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებისგან მიიღო გზავნილი, რომ "რუსები მოლაპარაკებებისთვის მზად...