მთავარისიახლეებიპოლიტიკასახალხო დამცველი მოითხოვს დასაბუთებული პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ კითხვებს ნამახვანჰესის პროექტის...

სახალხო დამცველი მოითხოვს დასაბუთებული პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ კითხვებს ნამახვანჰესის პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან დაკავშირებით

Published on

ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, ნამახვანჰესის მშენებლობის გარშემო არსებულ ბუნდოვანებასა და ადგილზე რიონის ხეობის მოსახლეობის უწყვეტ აქციას Facebook-ით ეხმიანება. 

“სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, გაატარონ ყველა შესაძლო ღონისძიება, რათა დასაბუთებული პასუხი გაეცეს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და დაინტერესებული საზოგადოების ლეგიტიმურ კითხვებს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მოსალოდნელ ზეგავლენასთან დაკავშირებით და არ დაუშვან პროექტის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ყველა ასპექტის კვალიფიციური და სრულყოფილი შესწავლის გარეშე”, – წერია განცხადებაში  

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 29-ე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  მოსახლეობის თქმით, კაშხლის მშენებლობა 500-ზე მეტ ჰექტარს წყლით დაფარავს. თურქულ კომპანია “ენკას” ადმინისტრაციასთან დღესაც ასეულობით ადამიანია შეკრებილი – ისინი 105-მეტრიანი კაშხლის აშენებას ეწინააღმდეგებიან. 

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...