მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიციას მხოლოდ ჯახი აინტერესებს - გია ვოლსკი, როგორც სტოლიპინის...

ოპოზიციას მხოლოდ ჯახი აინტერესებს – გია ვოლსკი, როგორც სტოლიპინის კარიკატურა

Published on

რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიციას არც ის აინტერესებს – მათ ჯახი აინტერესებთ, რომელიც პოლიტიკურ ველზე შესაძლო წარმატებას მოუტანს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, “პოლიტიკურ ველზე, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ კრიზისი ხელოვნურია“.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე.

“უნდა გავიგოთ, რომ ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. მათ განცხადებებს ლოგიკური საფუძველი არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვაცხადებდით, რომ მათი ნებისმიერი საქმიანობა, ნებისმიერი საქციელი, თუნდაც პარლამენტის ბოიკოტირება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის დროს, ადასტურებდა მათ არჩევნები და საარჩევნო შედეგები არ აინტერესებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ

მოკლედ რა გია ვოლსკი და რა პეტრე სტოლიპინი, რომელიც ოპოზიციაზე ამბობდა: ,, მათ დიდი ძვრები აინტერესებთ, ჩვენ დიდი რუსეთი” , მაგრამ ისტორიაში დარჩა როგორც ე.წ. სტოლიპინის ჰალსტუხების და არა დიდი რუსეთის შემოქმედი. კარიკატურა იმიტომ, რომ საქართველო რუსეთი არ არის და აღარც სტოლიპინების დროა

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...