მთავარისიახლეებისაზოგადოებაCovid 19 – მლნ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველომ გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს გადაუსწრო

Covid 19 – მლნ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველომ გერმანიას, საბერძნეთს, თურქეთს გადაუსწრო

Published on

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს.

22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველო ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებლით (26,274) მსოფლიოში 219 ქვეყანას შორის 30-ე ადგილზეა. საქართველომ გაუსწრო იტალიას (22,846), პოლონეთს (22,296), შვედეთს (20,574), დიდ ბრიტანეთს (20,574), რუსეთს (14,314), უკრაინას (14,319), გერმანიას (10,946), ბალტიისპირეთის ქვეყნებს და სხვ.

ასევე, ოფიციალური მონაცემებით, მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით საქართველო მსოფლიოში 56-ე ადგილზეა (245 გარდაცვლილი) და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია (170). საბერძნეთი (147). თურქეთში მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით 144 ადამიანი გარდაიცვალა, ბელარუსში – 115, აზერბაიჯანში –109. 

22 ნოემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 104 732 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 85 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 976 პაციენტი კი გარდაიცვალა.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...