მთავარისიახლეებისაზოგადოებაპირველი ტურისგან განსხვავებით დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აქტივობა დაბალია

პირველი ტურისგან განსხვავებით დღეს საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის აქტივობა დაბალია

Published on

დღეს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი  და ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები უპირისპირდებიან. ზუგდიდში მეორე ტურში ნაციონალური კოძრაობიდან მალხაზ ჯალაღონია და ქართული ოცნებიდან ირაკლი ჩიქოვანი გავიდნენ. თუმცა ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და იგივეს მოუწოდებს თავის ამომრჩეველსაც. ოპოზიცია თვლის, რომ მეორე ტურში მონაწილეობა არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას ნიშნავს, რასაც არ ეთანხმება ოპოზიციური სპექტრი და გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. პირველი ტურისგან განსხვავებით დღეს არც ერთ საარჩევნო უბანზე არ შეინიშნება ხალხმრავლობა. ამომრჩეველი პასიურია, საარჩევნო კომისიებს არც ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი და არც დამკვირვებელი  არ ესწრება. სახელისუფლებო პარტია კი უკონკურენტო, ერთპარტიულ არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვებას პროგნოზირებს.ზუგდიდის  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა აცხადებს, რომ აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალია.მეორე ტურში გადასული არც ერთი ოპოზიციური კანდიდატი დღეს არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს . პარტიების ნაწილმა არჩევნებემადე ცესკოს კანდიდატურების მოხსნის მოთხოვნითაც მიმართა. დღეს არ დაგეგმილა არც რაიმე სახის აქცია ოპოზიციის მხრიდან, ამით პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ სრულ იგნორს უცხადებენ არჩევნებს და ამბობენ, რომ დღევანდელი არჩევნებით ხელისუფლებამ  საბჭოთა კავშირის ერთპარტიული მმართველობის მოდელირება განასახიერა, სადაც  “ქართული ოცნება” კონკურენციის გარეშე, მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრება.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...