მთავარისიახლეებისაზოგადოებაონლაინსწავლება - ხარვეზები და პრობლემები, რომელზეც მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ერთდროულად საუბრობენ...

ონლაინსწავლება – ხარვეზები და პრობლემები, რომელზეც მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ერთდროულად საუბრობენ [Video]

Published on

საქართველოში კორონავირუსის გავრცელებამ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს განსაკუთრებით გაურთულა სწავლების პროცესი, რაც მკვეთრად აისახება მშობლების დამოკიდებულებაზე იმ რეგულაციების მიმართ, რაც სახელმწიფომ რამდენიმეჯერ შეცვალა.  მარი  ბელქანიასთვის,  როგორც მშობლისთვის ყველაზე დიდ ხარვეზს სასწავლო აპლიკაცია წარმოადგენს, ის იმდენად არ არის გამართული, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს მისი გამოყენება, გარდა ამისა, მასწავლებლებიც ვერ იყენებენ სწორად, რის გამოც მეტწილად გაკვეთილების ცხრილი ირევა და ცდება, რაც სწავლის ხარისხზე აისახება. მშობლის განცხადებით, ბავშვები ინტერნეტს მთელი დღის განმავლობაში დიდ დროს უთმობენ, არ აქვთ ფიზიკური აქტივობები და არ იციან სწორად როგორ გამოიყენონ დრო, ამისთვის კი სკოლისგან იგი მოითხოვს ფსიქოლოგის დანიშვნას ბავშვებისთვის, რათა სწორად გაიაზრონ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე როგორ დაინახონ მოვლენები სწორად, როგორ მოიქცნენ გაკვეთილზე, როგორ დაკავდნენ დღის განმავლობაში პროდუქტიულად. მისი თქმით, ჰიბრიდული სწავლის მეთოდი დაეხმარებოდა ბავშვებს ურთიერთობების არსებობაში.

თინათინ გეთია მეექვსე კლასის მოსწავლეა, მისი  თქმით, ონლაინ გაკვეთილებს მისი

კლასელები ვერ ესწრებიან, რადგან თიმსის პროგრამა ტექნიკურად გაუმართავია . გარდა ამისა, სკოლაში მასწავლებლები უფრო კარგად და გასაგებად ხსნიან, ვიდრე ონლაინ.

ონლაინსწავლების ხარვეზებზე საუბრობს დაწყებითი კლასების პედაგოგი ნანა თოდუა.

საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე სწავლა საჯარო სკოლებში დისტანციურად მიმდინარეობს და დღემდე უცნობია როდის განაახლებენ სკოლები სრულად საგაკვეთილო პროცესს.

სიახლეები

კალაძე მოსკოვის მექანიზმზე-ეს არის სრული ბოდვა

ეს არის სრული ბოდვა. მე მგონი, ყველა კარგად ვხვდებით თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი,...

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...