მთავარისიახლეებიპოლიტიკაIRI: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ გამოიძიონ და ძირეულად შეისწავლონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში დარღვევების...

IRI: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ გამოიძიონ და ძირეულად შეისწავლონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში დარღვევების ბრალდებები

Published on

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ გამოიძიონ და ძირეულად შეისწავლონ საარჩევნო კამპანიის პერიოდში დარღვევების ბრალდებები – “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” არჩევნების ტოტალურად გაყალბების შემდეგ “ოცნების” ხესლისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” საპარლამენტო არჩევნების ანგარიშში მიუთითებს, რომ ცესკოს და სასამართლო უწყებებს – დარღვევის ფაქტების გამოიძიების განსაკუთრებული ვალდებულება აქვთ.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სასამართლოს სრულად ოლიგარქი აკონტროლებს, ობიექტური გამოძიების მოლოდინი, არც ხელისუფლების ოპონენტებს და არც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს არ უნდა ჰქონდეთ.

ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და ის რაც არ არსებობს ვერ მიიღებს ვერანაირ გადაწყვეტილებას, ე სარის სამწუხარო რეალობას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოში დადგა, მიზანმიმართულ და მრავალ წლიანი მცდელობის შედეგად, რომ ჩამოშლილიყო ქვეყანაში ყველანაირი ინსტიტუტი და დღეს ფაქტიურად არცერთ სახელმწიფო ინსტიტუტს, სახალხო დამცველის გამოკლებით, საზოგადოებაშია რანაირი ნდობა არ აქვს – ამბობს “ენმ”-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილი

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, რომ უფრო და უფრო კრიტიკულია ქვეყნის პარტნიორების ტონი. 

“გირჩის” ერთერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, საკმაოდ მკაცრი შეფასებაა, რომელიც მსგავია პოლიტიკური პარტიების შეფაებისა, რომ ეს არჩევნები არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. 

“ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ პირდაპირ იყო საუბარი სასამართლოს მიმართ უნდობლობაზე. 

ცნობისათვის: ცესკოს მონაცემებით, მეორე ტურები ქვეყნის მასშტაბით, 21 ნოემბერს, 17 მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდება, ოპოზიცია მასში არ მონაწილეობს და პროცესს ბოიკოტს უცხადებს.

სიახლეები

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...

სტივენ დოუთი-საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას

გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის...

ამჯერად, ვიღაცას ეყო პოლიტიკური ნება და გადაწყვიტა საქმის გახსნა-ნიკო კვარაცხელიას დედა

ქართული ოცნების პროკურატურის მიერ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წლის შემდეგ საქმის გახსნილად გამოცხადების მერე,...