მთავარისიახლეებისაზოგადოებაიმერეთში ათასზე მეტი აბონენტი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი

იმერეთში ათასზე მეტი აბონენტი ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი

Published on

იმერეთში ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების სოფლების ნაწილის მოსახლეობა ინტერნეტის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივმა საბურავი დაწვა ცეცხლი კი ინტერნეტპროვაიდერის ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენს გადაედო და სრულად გაანადგურა. შემთხვევა გუშინ, 18 ნოემბერს მოხდა. ინტერნეტის გარეშე ათასზე მეტი აბონენტია დარჩენილი.

კომპანია “აი მაქსიში” აცხადებენ, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენთან ერთად განადგურდა გადამცემი სადგური, დენის წყარო და აპარატურა. კომპანიის წარმომადგენლის გელა ჭანტურიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კომუნიკაციების 70 % აღდგენილია და საღამომდე სრულად შეძლებენ დაზიანების აღმოფხვრას.

კომპანია მიიჩნევს, რომ გადამცემი სადგური განზრახაა დაზიანებული, რადგან იგი სოფლის მოსახლეობიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით დგას. ჭანტურიძე ვერ საუბრობს მიზეზებზე, რა შეიძლება ყოფილიყო სოფელ პირველ სვირში ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მიერ გადამცემ სადგურთან საბურავის დაწვის მიზეზი.

“სადგური 2013 წლის შემდეგ ფუნქციონირებს და აქამდე არასდროს გამოუხატავს მოსახლეობას უკმაყოფილება, არც ამ კონკრეტულ პიროვნებას, რომელიც სამართალდამცავებმა დაკითხვაზე გადაიყვანეს, იგი ადგილობრივია”, – ამბობს ის.

საქმეზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით. ამ მუხლით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სხვისი ნივთის განადგურებისთვის დგება.

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...