მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადადგეს ეკატერინე ტიკარაძე! ჯანდაცვის სისტემა დაუყოვნებლივ უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი...

გადადგეს ეკატერინე ტიკარაძე! ჯანდაცვის სისტემა დაუყოვნებლივ უნდა დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით

Published on

საქართველოს კლინიკების ასოციაცია ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი კრიზისისა და მძიმე მდგომარეობის გამო მოითხოვს პასუხისმგებლობის დაკისრებას ჯადაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისათვის და მის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. კლინიკების გაერთიანება ასევე მოითხოვს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილეების, დეპარტამენტების უფროსების და სამსახურების ხელმძღვანელების გადადგომას დაკავებული თანამდებობიდან.ამის შესახებ კლინიკების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ასოციაცია მთავრობას მოუწოდებს, დაუყონებლივ გატარდეს საკადრო ცვლილებები.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ჯანდაცვის სისტემა დაუყოვნებლივ უნდა დაკომპლექტდეს პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური და გამოცდილი კადრებით.

“საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში მწვავე საკადრო დეფიციტია! სრულიად გამოუცდელი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, არაკომპენტენტური მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების არაკვალიფიციური უფროსები, მათი ქმედება, თუ უმოქმედობა კრიტიკას ვერ უძლებს. დრო არ ითმენს! წინ ურთულესი გამოწვევებია… ამიტომ, საქართველოს კლინიკების ასოციაცია ღიად მიმართავს საქართველოს მთავრობას!

საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მართვაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ხარვეზებმა. ერთგვარად სახეზეა არაპროფესიონალიზმი, რომლის შედეგად გასული ერთი წლის განმავლობაში მომზადებული იქნა სრულიად გაუაზრებელი ინიციატივები. რაც საფუძვლად დაედო ისეთ კაბალურ დადგენილებებს, როგორიცაა მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის №520 დადგენილება, მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის №586 დადგენილება, მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება და სხვა.

ყოველივე ამან შეაფერხა კონკრეტული ნოზოლოგიური დარგების ნორმალური კლინიკური საქმიანობა და საბოლოოდ უარყოფითი როლი ითამაშა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. გარდა ამისა კორონავირუსთან ბრძოლის მეორე ფაზას სისტემა შეხვდა არასრულყოფილად მომზადებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა დაავადების ინვაზიის და ლეტალური გამოსავლის მკვეთრ ზრდაზე. დროულად არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციები. ზაფხულის პერიოდში პანდემიის პრევენციის სქემა აღმოჩნდა ნაკლებად ეფექტური და საგრძნობლად დაგვიანებული”. – წერია განცხადებაში.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...