მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ეს შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს" - ვინ უპატრონებს კოვიდით ინფიცირებულ რიგით...

,,ეს შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს” – ვინ უპატრონებს კოვიდით ინფიცირებულ რიგით მოქალაქეებს, როცა ცნობილ ადამიანს ასე ექცევიან

Published on

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, კორნელი კაკაჩიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ის რუხის კლინიკიდან თბილისში გადმოყვანას ითხოვს, როგორც კაკაჩია წერს, მე-6 დღეა, მაღალი ტემპერატურა (39.0 გრადუსი) აქვს, ასევე, უჭირს სუნთქვა და აქვს მარჯვენა ფილტვის პნევმონია

„ძალიან მძიმედაა სიტუაცია, ვირუსი ვერ შეჩერდა, ვერ ვდგები, ჟანგბადის გარეშე ვერ ვსუნთქავ, ხელოვნური სუნთქვის აპარატი მჭირდება, შესაძლოა ყველაფერი ფატალურად დამთავრდეს. ჩემი სიცოცხლე რეალურად გადასხმებზეა დამოკიდებული, აქ ელემენტარული რაღაცეები არაა, თან ექიმები ნახევარი ცუდად გახდა, დედაჩემი უკეთ გახდა, ცოტა ხანში გაწერენ, რაც შეეხება ჩემს სიტუაციას თუ ხვალამდე არ გადამიყვანენ, შესაძლოა ბოლო ინტერვიუ იყოს,” – განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან”.

ოჯახი და ახლობლები ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ სასწრაფოდ ის და მისი დედა თბილისის ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანონ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ კორნელი კაკაჩიას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდება რუხის კლინიკაში. სადაც რეანიმატოლოგთა ჯგუფი მუშაობს. სამინისტროში არ ამბობენ, იგეგმება თუ არა კაკაჩიას თბილისში გადმოყვანა. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...