ფილიპ რიკერთან შეხვედრა დასრულდა – ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის

0
376

ოპოზიციის შეხვედრა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერთან დასრულდა.

შეხვედრიდან გასული ოპოზიციის ლიდერები შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან თავს იკავებენ, თუმცა ადასტურებენ რომ საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნები იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რიკერი დაინტერესდა რატომ თვლის ოპოზიცია რომ არჩევნები გაყალბდა.

ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მათგან არ მოუთხოვია პარლამენტში შესვლა, თუმცა ადასტურებენ, რომ ასეთი შეთავაზება იყო. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის პოზიცია უცვლელია და გადაწყვეტილება რომ არ შევიდნენ პარლამენტში- ძალაში რჩება.

,,სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ყურადღებით წავიკითხე და აღნიშნულია, რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი და არ დარჩენილა დარღვევა, რომელიც იქ აღნიშნულ არ არის, ამიტომ ჩვენი შეფასება ემთხვევა სახდეპის შეფასებას. რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას, ეს პოზიცია არის მყარი და ამავდროულად მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის” – ამბობს “ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე

,,​გზავნილი იყო ის, რომ გამომდინარე იქიდან რაოდენ რთულია ეკონომიკური  და სოციალური მდგომარეობა, რაოდენ რთულია მდგომარეობა რეგიონში და მსოფლიო ებრძვის კორონავირუსს, სასწრაფოდ საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა” – ამბობს ენმ-ს ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.

,,ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა, პირიქით ჩვენი ამოცანაა რომ საქართველოში იყოს სიმშვიდე და სტაბილურობა, მაგრამ იმ ხარისხის დარღვევებმა, რომლებიც დაფიქრდა არჩევნებზე, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე ”- ამბობს “ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე 

,,ჩვენ მივაწოდეთ ყველა ის საკითხი, რაც ხდება რეალურად. ოპოზიციამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით და სრული მზაობა გამოვხატეთ, რომ მესამე რაუნდში მზად ვართ მივიდეთ, ოღონდ ველოდებით ადეკვატურ პასუხს „ქართული ოცნების“ მხრიდან” – ამბოს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი  ვაშაძე

წინა სტატიამაიკ პომპეო: “ჩემთვის დიდი პატივი იყო მის უწმნიდესობასთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრა”
შემდეგი სტატიაზუგდიდში მამაკაცმა მეზობელს ესროლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური