,,არჩევნების შედეგები აჩვენებს, რამდენად აშკარად უარყოფს ქართველი ხალხი რუსეთთან კავშირს”

0
314

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა რუსეთთან კავშირს უარი უთხრა.

“არჩევნების შედეგები აჩვენებს, რამდენად აშკარად უარყოფს ქართველი ხალხი რუსეთთან კავშირს. ფაქტია, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია და ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ, როგორც ჩემმა კოლეგამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან თქვა, რუსეთს საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს. ეს არ არის კეთილი ნების გამოვლინება და ბევრს ისევ ახსოვს 2008 წლის ომის ტკივილი. მე ვიტყოდი, რომ არსებობს რეალობა, არსებობს პრაგმატიზმი იმის შესახებ, რომ რუსეთი არის საქართველოს მეზობელი, მაგრამ მათი ორიენტაცია დასავლეთისკენ არის მიმართული, ევროკავშირისკენ”, —განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

დიპლომატებმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის პარალელურად პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოს შესახებ ისაუბრეს. სპეციალურ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობაზე, 31 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებსა და კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: ,,მივესალმები შეხვედრას სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან – უკვე ყველაფერი ოპოზიციის ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა დამოკიდებული”
შემდეგი სტატიათოვლ-ჭყაპი, შტორმი, ძლიერი ქარი – ამინდი უარესდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური