მთავარისიახლეებიპოლიტიკაბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს უჩივის და ითხოვს, ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის მიყენებისთვის...

ბექა ბასილაია ირაკლი კობახიძეს უჩივის და ითხოვს, ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის მიყენებისთვის სიმბოლური 41 ლარის გადახდა დაეკისროს

Published on

ადვოკატ ბექა ბასილაიას თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. მისი თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერმა ბოდიში უნდა მოუხადოს იმ პირებს, რომელთა გამოკითხვაც სუსში სწორედ ირაკლი კობხიძის განცხადების საფუძველზე მიმდინარეობს. საუბარია არჩევნების დღეს დესტაბილიზაციის მოწყობაზე. ბექა ბასილაია ითხოვს, კობახიძეს მორალური ზიანის მიყენებისთვის სიმბოლური 41 ლარის გადახდა დაეკისროს.

„მოგეხსენებათ ირაკლი კობახიძის განცხადების საფუძველზე, სუს-ში მიმდინარეობს გამოძიება სრულიად აბსურდულ საქმეზე და პატიოსან ადამიანებს, ომის ვეტერანებს, ტაქსის მძღოლებს, მოვაჭრეებს დაატარებენ ხან სუს-ში, ხან სასამართლოში და მათ მიმართ გაისმის ბრალდებები, თითქოს მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობას. მიმდინარე წლის ოქტომბერში, ირაკლი კობახიძემ რამდენიმე გზის, სხვადასხვა მედიასაშუალებების, თუ პირადი „ფეისბუქის“ გვერდის გამოყენებით, გაავრცელა არსებითად მცდარი, სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, ჩვენ ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის საკითხს და შეგვაქვს სამოქალაქო სარჩელი საქალაქო სასამართლოში, რომლითაც ირაკლი კობახიძეს მოეთხოვება უარყოს გავრცელებული მცდარი ინფორმაცია და ამ ხალხის წინაშე ბოდიში მოიხადოს. სარჩელი კოლექტიურია და მას ათეულობით ადამიანი აწერს ხელს, კობახიძემ მათ წინაშე ბოდიში მოიხადოს და ამავდროულად, ცრუ ინფორმაციისთვის საკონპესაციოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება სიმბოლურად, 41 ლარის ოდენობით.

ჩვენ ვიცით, თუ როგორი კონტროლის ქვეშ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ სასამართლო და მაქსიმალურად შეეცდებიან ამ პროცესის გაჭიმვას, იმიტომ რომ შეუძლებელია ამ პროცესის შემდეგ შედეგი არ დადგეს ირაკლი კობახიძის გამტყუნების თვალსაზრისით. შეუძლებელია, ამ სასამართლოს პირობებშიც კი, მას არ მოუწიოს ბოდიში მოხდა. ამავდროულად, მინდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მივმართო, რომელიც იქცა „ქართული ოცნების“ უსაფრთხოების სამსახურად, რომ ეს აბსურდული გამოძიებები შეწყვიტოს“. იმ ვითარებაში, როდესაც, ფასილიტატორების თანდასწრებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როდესაც, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები. ცრუ მითითება იმაზე, თითქოს და არჩევნების დღეს ვინმე გეგმავდა დესტაბილიზაციას და ესენი იყვნენ ქართველი ვეტერანები, პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს და ა.შ. ვეტერანები. ადამიანები, რომლებიც ცესკოს მიერ აკრედიტირებული იყვნენ ოფიციალურ დამკვირვებლებად, ეს არის პირდაპირი პროპაგანდისტული საქმე და ამ საქმეს წერტილი უნდა დაესვას. ამ საქმის წარმოება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პატიოსანი ადამიანების წნეხს“. – განაცხადა ადვოკატმა

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...