მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ადრე კობახიძე დებატებს გაურბოდა, ახლა კი გაყოყოჩებულა და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის''-...

,,ადრე კობახიძე დებატებს გაურბოდა, ახლა კი გაყოყოჩებულა და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის”- ოპოზიციადებატებზე მიწვევას ეხმაურება

Published on

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას სატელევიზიო დებატები შესთავაზა. მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მზადაა ისეთ ფორმატში მონაწილეობისთვის, სადაც ოპოზიციას დაუპირისპირდება მმართველი გუნდი, კონკრეტული განსახილველი თემები კი იქნება საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები და მანიპულაცია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ეს შეთავაზება არის მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მცდელობა.

“ახლა გაახსენდათ დებატები, როდესაც უმწვავეს კრიზისში შევიდნენ, ეს არის გამოსავლის ძებნის მცდელობა შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან და არა რეალურად შეთავაზება ოპოზიციისთვის. ასე რომ ამაზე ჩვენ ოფიციალურ პასუხს განვაცხადებთ. დებატებში კი არ არის პრობლემა, არამედ პრობლემა არის ის, რისთვის იყენებს ხელისუფლება ამ დებატებს, რა სურს რომ ამით გვითხრას. ასე რომ ჩვენი პოზიცია დღეს გახდება ცნობილი”, — აცხადებს უდუმაშვილი.

სტრატეგია აღმაშენებლის წევრი, სერგო ჩიხლაძე აცახდებს, რომ ქართულ ოცნებასთან ნებისმიერი სახის დებატებისთვის მზად არიან, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პარტიის წამყვანი სახეები მივლენ. ,, ყველაზე ოპტიმალური იქნება დებატები ან თავმჯდომარესთან, ან იგივე გახარიასთან, მაგრამ არა მესამე-მეოთხე რანგის მოთამაშეებთან” — აცხადებს ჩიხლაძე.

მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი პარტიის ნებისმიერი წევრი მზადაა, დაუჯდეს ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს დებატებში.

“რამდენიმე წელიწადია ოცნება უარს ამბობს დებატებზე. არჩევნების წინაც კი გაექცნენ დებატებს. ეხლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე – დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია – მოქალაქეები და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს რა გაყალბდა და როგორ”, — წერს ელისაშვილი.

სიახლეები

შესაძლოა დამოუკიდებელი სამაუწყებლო არხების დახურვა გამოიწვიოს – TI კომკომის განცხადებაზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ...

ეს არის მოსკოვის მექანიზმის მანდატიდან გასვლა – მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშზე

ივანიშვილის დეპუტატი, ლევან მახაშვილი ეუთო/ოდირის ანგარიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესაა "აუხდენელი ოცნებების და...

ქუთაისში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა

ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგო გარდაიცვალა - ოჯახი მომხდარში მედიკოსებს ადანაშუალებს. არსებული...

ეუთოს 24 ქვეყანა მოუწოდებს ივანიშვილს შეასრულოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები

24–მა პარტნიორმა ქვეყანამ ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე მომხსენებელ ანგელიკა ნუსბერგერის ანგარიში მოისმინა, რის შემდეგაც საქართველოში...