მთავარისიახლეებიპოლიტიკასააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. არ აქვთ ამის პოლიტიკური და...

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. არ აქვთ ამის პოლიტიკური და იურიდიული ბერკეტი, რომც უნდოდეთ – სალომე სამადაშვილი

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ოპოზიციური ლიდერების  კამათს ეხმაურება.

სამადაშვილი წერს, რომ სააკაშვილის გადასაწყვეტია დაბრუნდება თუ არა ის საქართველოში. საქართველოში მის დაბრუნებას ოპოზიციაში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ტექნოლოგიურად არ შეუძლიათ, არ აქვთ ამის პოლიტიკური და იურიდიული ბერკეტი, რომც უნდოდეთ. ასევე, ვერ “ჩამოიყვანენ”, სურვილის შემთხვევაში.

ვერავინ ეტყვის, გარისკოს საკუთარი სიცოცხლე და თავისუფლება, დაბრუნდეს თუ არა. მისი გადასაწყვეტია. როგორც ყველა მძიმე გადაწყვეტილებაში, მარტოდმარტო რომ რჩები შენს თავთან, ისეთი გადაწყვეტილებაა. უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთა ნამდვილად უპერსპექტივოდ მიმაჩნდა. ეს ნაბიჯი არ იყო პოპულარული საერთაშორისო ასპარეზზე და არ ვურჩევდი. თუმცა, უკრაინელი ხალხის სიყვარულის მოპოვებაში მისმა ამ თავგანწირვამაც ითამაშა როლი. ამიტომ, მართალი თქვა, შემეშვითო, თავად მივხედავ ჩემს საქმესო. – წერს სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი ასევე საუბრობს ოპოზიციურ პარტიებს შორის შესაძლო კონფლიქტზე და აღნიშნავს, რომ თუ საპროტესტო აქციების სცენაზე რომელიმე გამომსვლელს ჰგონია, რომ “მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერი და სამართლიანია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ”.

“ვერავინ ეტყვის, ვერც დაუშლის. ის, რომ მას შეუძლია არაორდინალური ნაბიჯების გადადგმა, შესაბამისი პოლიტიკური დივიდენდის და ფასის მომკით, ვიცით. მრჩევლები ნაკლებად სჭირდება. რაც შეეხება მის ჩართვას მიტინგზე, საქართველოში რომ იყოს, სცენაზე არ იდგებოდა? რა პრობლემაა? თუ იმ სცენაზე რომელიმე გამომსვლელს, მიაჩნია, რომ მიშას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა კანონიერი და სამართლიანია, მაგით დაიწყოს გამოსვლა და ვნახავთ. ისე, ერთმანეთს ხომ ვიტანთ, მიუხედავად განსხვავებებისა, სააკაშვილის სკაიპით გამოსვლა რა პრობლემაა? მინიმუმ ისეთივე უფლება აქვს, როგორც ყველა სხვას, გამოვიდეს. ტრანსპარანტის დაჭერის უფლებაც, არ მეგონა, დასამტკიცებელი თუ გახდებოდა იმ ხალხისთვის, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. ასე რომ მშვიდად, მეგობრებო, ბიძინაზე ვკონცენტრირდეთ, აჯობებს”. – აღნიშნავს სამადაშვილი.

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...