მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: „მერე არ ათქმევინოთ ხალხს მზამზარეულზე ჩამოვიდაო - რა მზამზარეულზე?...

მიხეილ სააკაშვილი: „მერე არ ათქმევინოთ ხალხს მზამზარეულზე ჩამოვიდაო – რა მზამზარეულზე? თანამდებობას გთხოვთ? კაბინეტები მინდა? ჩემ ვენახში მინდა დაბრუნება!”

Published on

„უკაცრავად, სად მპატიჟებთ ზუსტად? მოინდომეთ და მოგეცემათ“, – ასე პასუხობს უკრაინაში მოღვაწე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეკითხვას, თუ რატომ არ ბრუნდება საქართელოში.

სააკაშვილმა, რომელმაც საქართველო 2013 წელს დატოვა და რომელსაც რამდენიმე საქმეზე დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა, სამშობლოში დაბრუნების შესახებ არაერთხელ ისაუბრა ფეისბუკ ლაივში.

„მე შემიძლია ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება… ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია. რა გინდათ?! კი ბატონო, ჩამოვალ, გავწირავ თავს, ოქეი. ხელი თუ არ გავანძრიეთ ყველამ…“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ყველაზე მეტად ენატრება ქართული მიწა. მისი მტკიცებით, ფრაზა „არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლოზუნგია.

სააკაშვილი მადლობას უხდის ადამიანებს, რომელთაც თბილისისა და ბათუმის აქციებზე ეკავათ ფურცლები წარწერებით – „მიშა ჩამოდი“, „ვითხოვ მიშას“. ამასთან, სააკაშვილი აცხადებს, რომ ახლა მისი საკითხის განხილვის დრო არ არის.

„მერე არ ათქმევინოთ ხალხს მზამზარეულზე ჩამოვიდაო“, – კითხულობს მიხეილ სააკაშვილი კომენტარს საკუთარი ფეისბუკ ლაივის ქვეშ და პასუხობს: „რა მზამზარეულზე? თანამდებობას გთხოვთ? კაბინეტები მინდა? ჩემ ვენახში მინდა დაბრუნება“.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...