მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: "არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა '' არის...

მიხეილ სააკაშვილი: “არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა ” არის სუს-ს და ივანიშვილის ლოზუნგი”

Published on

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე ლაივით ჩაერთო და კითხვებს უპასუხა.

როგორც თავად აღნიშნა, ლოზუნგები, სადაც მისი ჩამოსვლის მოწოდებაა, სუს-სა და ბიძინა ივანიშვილის ლოზუნგია.

“არაფერი არ გამოვა, სანამ მიშა არ ჩამოვა ”— არის სუს-ს და ივანიშვილის ლოზუნგი”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე, ლაივისას მიწერეს — “თქვენ თუ გადაგვარჩენთ”, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ აღარ უნდოდა ეს მესიჯები, რადგან ესეც სუს-ს გზავნილი იყო.

“ეს არის სუს-ის ლოზუნგი, სუს-ის ლოზუნგებით ნუ მელაპარაკებით. ეს არის სუს-ის და ივანიშვილის ლოზუნგი. ეს არის, რომ აი თითიც არ გაანძრიოთ, რა მნიშვნელობა აქვს, მიშა თუ არ ჩამოვა არაფერი არ გამოვა – სუს-ის ლოზუნგი. მე არც მჯერა, რომ თქვენ ხართ ჩვენი მხარდამჭერი, მე ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ პირდაპირ იმათი შემოგდებული და იმათი ლოზუნგების გადამღერებელი” – მიხეილ სააკაშვილმა თავის ფეისბუკ ჩართვაში ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც მოქალაქე ინდირა ფრუიძე ჩართვას ამ ლოგუნგით გამოეხმაურა.

მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვისაც მისი მხარდამჭერი პლაკატები უჭირავს, მაგრამ უპასუხა, რომ “სააკაშვილით საკითხი არ წყდება”.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...