მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვარშალომიძე ბათუმელებს მიმართავს: “მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი''

ლევან ვარშალომიძე ბათუმელებს მიმართავს: “მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი”

Published on

ლევან ვარშალომიძემ დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის მხარდამჭერებს მიმართა და კიდევ ერთხელ დაპირდა, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია არც პარლამენტში და არც აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა არ აპირებს.

ვარშალომიძემ კიდევ​ ერთხელ გაახმოვანა ის მოთხოვნები , რომელიც ერთიან ოპოზიცია აქვს- ახალი არჩევნები, ცესკო-სა და უსკო-ს თავმჯოდმარეების გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ლევან ვარშალომიძის თქმით, 22 ნოემბერს ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეიკრიბება და მოსახლეობას სამოქმედო გეგმას გააცნობს, მანამდე კი ხვალ, ვარშალომიძე აჭარის მოსახლეობას მოუწოდებს, სიმბოლურად ფანჯრებიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოფინონ.

ლევან ვარშალომიძე აქციის მონაწილეებს 21 ნოემბერს, მაშინ, როცა არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს, აჭარაში, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორის გაკეთებისკენ მოუწოდებს. “ყველას მოგიწოდებთ, დავდგეთ საარჩევნო უბნებთან და გავაკეთოთ სირცხვილის კორიდორი. ვნახოთ, რამდენი ყავს ქართულ ოცნებას მხარდამჭერი” – თქვა ვარშალომიძემ.

ბათუმში დღეს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.
 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...