მთავარისიახლეებიკონფლიქტებიახალგორში მცხოვრები მძიმე ავადმყოფი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სამკურნალოდ გადმოყავდათ, გზაში ...

ახალგორში მცხოვრები მძიმე ავადმყოფი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სამკურნალოდ გადმოყავდათ, გზაში გარდაიცვალა

Published on

კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ოკუპირებული ახალგორის მკვიდრი, 68 წლის ექიმი, ონისე გათენაშვილი, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებამ თბილისში სამკურნალოდ არ გაუშვა.

ახალგორის საავადმყოფოს ქირურგი, ონისე გათენაშვილი კორონავირუსით ცოტა ხნის წინ დაინფიცირდა. ოჯახმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იგი თბილისის ნაცვლად ცხინვალში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის შემდეგ ცხინვალელმა ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს, მაგრამ ონისე გათენაშვილი გზაში გარდაიცვალა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ „საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ „წითელი ჯვრისგან“ სამედიცინო ევაკუაციის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ განახორციელა ევაკუაციისთვის საჭირო პროცედურები. მაგრამ პაციენტი იმყოფებოდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და გარდაიცვალა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში”.

ახალგორის მოსახლეობა აღშფოთებულია როგორც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გულგრილობით, ისე საქართველოს ხელისუფლების გაუმართლებელი დაყოვნებით და სულაც, უმოქმედობით. სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი სოციალრ ქსელში წერს:

აჰა, ერთი საათის წინ გაიღვიძა საქართველოს ხელისუფლებამ და განცხადება დადო. ყველა აქ მცხოვრებმა იცოდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაცაა პასუხისმგებელი გარდაცვალებაზე, ვინმემ პასუხი რომ მოსთხოვოს. მაგრამ ვინ მოსთხოვს ან აქ, ან თბილისში? ვიდრე ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს ნებართვას, სადაა საქართველოს ხელისუფლების მოქმედება? თორემ შემდეგ ოჯახსაც კი შეუძლია ერგნეთში ან მოსსბრუნში დახვდეს და მათ გადაწყვიტონ რომელ კლინიკას ირჩევენ ან 112 ის გამოძახებაში, საქართველოს ხელისუფლების გასაკუთრებული როლი არაა. ისე გამოჰყავს შერიგების სამინისტროს, თითქოს მათი დამსახურებით მიიღებდა კლინიკა ავადმყოფს. არაა ასე, არა. ერთი კვირა იქნება კომენტარები, სიუჟეტები… და დაველოდოთ ცნობას შემდეგ გარდაცვლილზე.”

ოკუპირებული ახალგორი უკვე ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია. გაუქმებულია ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რის გამოც ამ პერიოდში უკვე 16 ადამიანი გარდაიცვალა დაგვიანებული სამედიცინო დახმარების მიზეზით.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...