მთავარისიახლეებიპოლიტიკაWashington Examiner: ,,მაიკ პომპეომ თბილისში ვიზიტისას მზარდი ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი...

Washington Examiner: ,,მაიკ პომპეომ თბილისში ვიზიტისას მზარდი ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს”

Published on

“აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, საქართველოში მზარდი ავტორიტარული მთავრობის მიმართ მკაცრი გზავნილები უნდა გააჟღეროს, თბილისში ვიზიტისას” – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Washington Examiner წერს.

საავტორო სტატიაში ასევე ვკითხულობთ, ბოლო დღეების მოვლენებზე, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსულ მოსახლეობას საქართველოს უსაფრთხოების ძალები წყლის ჭავლითა და სხვა საშუალებების გამოყენებით ებრძვის. პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კი, დარწმუნებულია, რომ მაიკ პომპეოს ჩამოსვლამდე ვითარებას მოაგვარებს. 

და აქვე, პრემიერი გახარია მაიკ პომპეოს ვიზიტს ისე წარმოაჩენს, თითქოს, აშშ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობით ძალიან კმაყოფილიაამ ფონზე კი, პომპეომ გახარიას სიმართლე უნდა შეაცნობინოს. კერძოდ ის რომ, მაშინ როდესაც, აშშ ცდილობს მეგობრულ ურთიერთობას, სადაც თანაბარი ჩართულობაა ეკონომიკურ და დიპლომატიურ საკითხებში, ამის მიუხედავად ამერიკა საქართველოში ავტორიტარიზმის წინსვლაზე თავს არ დაიბრმავებს.

იმის მიღმა, რასაც სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად ამბობს, რომ ის “მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას, დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესის მიზნით”, აქვე სტატიის ავტორი იმედს გამოთქვამს, რომ მაიკ პომპეო თბილისში გამართული შეხვედრების დროს “დახურულ კარს მიღმა უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.”

“მთავარი საწუხარი კი აქ ბიძინა ივანიშვილია, რომელიც სინამდვილეში მთავარი ძალაა გახარიას უკან” – ასე იხსენებს თავის პირველივე წინადადებაში Washington Examiner-ი “ქართული ოცნების” უკან მდგომ მილიარდერ ოლიგარქს.“სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა მწირი ინტერესი, რომ თავისი სიმდიდრითა და გავლენით პატარა ერის გლობალური პერსპექტივას დახმარებოდა. ამის ნაცვლად, მან კანონი უზენაესობა უკან დახია და ქვეყნის ჩრდილოელ აგრესორს, რუსეთს, ეთამაშება.

ივანიშვილმა ეს გააკეთა თავისი ქვეყნის ეკონომიკური კავშირების შერყევით აშშ-სა და ევროკავშირთან.

მან შეაფერხა პორტის მშენებლობა და ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი, რაც პუტინის ინტერესებში შედიოდა”, – ვკითხულობთ სტატიაში. 

სტატიის ავტორი, ტომ როგანი, ასევე ფიქრობს, რომ, რაც უფრო მეტი კონტროლი აქვს პუტინს საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო დეგრადირდება მისი ეროვნული პერსპექტივები. ამიტომ პომპეომ კარგად უნდა წარმოაჩინოს საკუთარი შეშფოთება. თუ ამერიკა საქართველოს მთავრობის მიერ ქართველი ხალხისადმი პატივისცემის შემცირების მოწმე გახდება, პასუხისმგებელ პირები სადამსჯელო ფინანსურ და დიპლომატიურ ღონისძიებებს დაექვემდებარებიან. 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...