მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,სისტემა, რომელიც ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, უნდა დაინგრეს''

,,სისტემა, რომელიც ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, უნდა დაინგრეს”

Published on

პოლიტიკური ლიდერები გაყალებული არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავენ.

ზაალ უდუმაშვილი: სისტემა, რომელიც ხალხის წინააღმდეგაა მიმართული, უნდა დაინგრეს და ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც ხალხის სამსახურში იქნება.ჯერ კიდევ შარშან მოსახლეობა და ოპოზიცია ქუჩაში იდა და იბრძოდა, რომ ქვეყანას ნორმალური საარჩევნო სისტემა ჰქონოდა. მისი თქმით, როგორც მაშინ გაუძლეს და ერთიანობით გაიმარჯვეს, ახლაც ასე მიაღწევენ მიზანს.”კოლექტიური გავრილოვები მართავენ დღეს ქვეყანას, ამიტომ გავრილოვების ერა ამ ქევაყანაში უნდა დასრულდეს ძალიან ბევრი მძიმე დღე გამოაიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ 8 წლის განმავლობაში. ბევრ რაღცას გავუძელით, გავუძელით შეურაცხყოფას, გავუძელით სიღატაკეს და ჩვენი ხლხი ელოდა 31 ოქტომბერს, როდესაც მივიდოდა და შურს იძიებდა ყველა იმ ტკივილზე, რომელიც მას მიაყენა ივანიშვილის ხელისუფლებას და მისცა ხმა იმ იმედით, რომ ამ ქვეყანაში მოხდებოდა ცვლილება, მაგრამ ამ კაცმა ესეც მოიპარა, ესეც წაიღო და არ შევარჩევთ, თითოეულ ხმას დავიბრუნებთ იმ ხმას, რომელმაც აირჩია ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლება”, – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

დავით ბაქრაძე: ქვეყნის სტაბილურ განვითრებას არალეგიტიმური არჩევნებით ხელისუფლბაში დარჩენილი “ოცნება”ვერ შეძლება. “ეს არ არის პიროვნული ბრძოლა, ეს არ არის პარტიული ბრძოლა. თითოეული თქვენგანი აქ გამოდის ჩვენი, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავლისთვის და ასეთი ადამაინები არ დავიღლებით და ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით.. დღეს საქართველო დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე, ყველა ვხედავთ, როგორ შემოგვიტია პანდმიამ, რომელიც 6 თვე გვიმტკიცებდნენ, რომ დამარცხებული იყო და აღარ არსებობდა. ყელა ვგრძნობთ საკუთარ ოჯახზე რა დღეშია საქართველოს ეკონომიკა, ჩამოქცეული და დანგრეულია ყველაფერი, ყველა ვხედავთ რა დღეშია ქართული სახელმწიფო და როგორ იძლიერებს რუსეთი პოზიციებს. რა არის აქედან გამოსავალი? სახლებში წავიდეთ და ოთხი წელი ამ ქვეყანას ყავდეს არალეგიტიმური მთავრობა თამარ ჟვანიას მანდატით? დავიქცევით ორ წელიწადში და ქვეყანა აღარ გვექნება, ერთადერთი გამოსავალია ახლა ვიბრძოლოთ. ახლა გავიმარჯვოთ და მომავალ წლებში წავიდეთ წინ”

შალვა ნათელაშილი აქციაზე შეკრებილი ხალხის დანახვით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ “ქართული ოცნების” დრო დამთავრებულია და ისინი პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდიან, მალე ივანიშვილის “ძირგამომპალი რეჟიმისგან” აღარაფერი დარჩება.“ყველაფერს წყვეტს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და წყვეტს აი აქ. აღსანიშნავია ისიც, რომ მეგობრები, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მეგობრებს აშშს, ევროკავშირს, განიცდიან, ფიქორბენ, ცდილობენ, მოქმედებენ მაგრამ ხომ ფაქტი ერთია, ჩემო ძვირფასებო, იქამდე მიიყვანა ივანიშვილმა საქმე, რომ დღეს ორი ქვეყანა იყო  დედამიწაზე, სირია და ავღანეთ, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შუამოვლობის მეშვეობით ელაპარაკებოდა ერთმანეთს, და მესამე გაგვხადა ჩვენ, აი ამ ნაძირალამ, მარტო აი ეს არ უნდა ვაპატიოთ… დიდ მამულიშვილობა, დიდი ქართველობა თქვენი ამითაც გამოიხატება, რომ ჯერ მამული და მერე ყველაფერი”

ალეკო ელისაშვილი: დროა საქართველო ფეხზე დადგეს და ისე, როგორც ქართველ ხალხს ეკადრება. აქ ერთი დიდი პარტია ვართ ეს არის, საქართველო, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს – ელისაშვილი“ჩვენ სახლში დავტოვეთ დღეს ჩვენ-ჩვენი პარტიები და აქ ერთი დიდი პარტია ვართ ყველანი და ეს არის, ჩვენი საქართველო, ჩვენი სამშობლო, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს, შეუპოვრობაც ღირს და აქ დგომაც ღირს. ღარიბია ეს ჩვენი ქვეყანა, ღატაკია, 30 წელია ფეხზე ვერ დავდექით, წელში ვერ გავიმართეთ, თავი ვერ ავწიეთ ისე, როგორც გვეკადრება, მაგრამ აქ მოსვლით ყველანი ვადასტურებთ, რომ  ჩვენს ძარღვებში იმ ჩვენი წინაპრების გაუტეხელი სისხლია არაფერს რომ არ ეპუებოდა  და თავისუფლებითის რომ იბრძოდა”

სიახლეები

გამოვლინდა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილის უკანონოდ შემოტანის მცდელობები

ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული...

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია

24 საათზე მეტია, ზუგდიდი-მესტიის მთავარ გზაზე ავტომობილებისთვის გადაადგილება აკრძალულია. სოფელ ბარჯაშთან, ქვების სახით ჩამოსულმა მეწყერმა...

მან თქვა, რომ წინა ადმინისტრაციისგან ჩვენზე ბევრი ნეგატივი დახვდათ – ყაველაშვილი რუბიოზე

"ქართული ოცნებისა" და პირადად ოლიგარქ ივანიშვილის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ იტალიაში საქმიანი საუბარი...

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები...