შევარდნაძის ,,საწოლში გადატრიალდით,” ჟვანიას ,,თქვენი გადაყენებული არ გაიშვას” და ვარდების რევოლუციის დეჟა ვუ

0
404

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს  Live რეჟიმში პასუხობს, მანამდე კი საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ დეჟა ვუს განცდა აქვს.

 “ბევრი რამ, რაც ახლა ხდება, ჩემთვის არის ვარდების რევოლუციის დეჟა ვუ და კერძოდ, რა: სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლა, საელჩოს მხრიდან მედიატორის როლი და ზოგიერთის რიტორიკა, რადგან შევარდნაძეც ასე იძახდა, ვინ არის ამათი გადასაყენებელიო…

ზოგიერთის რიტორიკა მეცნობა, ზოგიერთის სახეები, მაგალითად, ვოლსკი მაშინაც იყო და ახლაცაა, რეზო არველაძე როა, მაშინაც იყო და ახლაცაა”, – თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა. 

 შეგახსენებთ, გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უარი თქვა ოპოზიციის საჩივრების განხილვაზე და ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ კი ფრაზით “თქვენი გადაყენებული არ გაიშვას” ცინიკური პასუხი გასცა ოპოზიციის მოთხოვნას და საქართველოში არჩევნების მეორე ტური დანიშნა. 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალინდელ აქციაზე მივიდნენ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის პროტესტი, რომელიც მსოფლიო პრესის რადარებზე უნდა მოექცეს, მისი თქმით, საქართველოში მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღესაც.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში 17-18 ნოემბერს ჩამოდის. 

ახლა, როდესაც კუთხეში არიან მომწყვდეულები და დასუსტებულები, რომ ხვალ იყოს ხალხი. – განაცხადა გუშინ მიხეილ სააკაშვილმა – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პომპეოსაც ჩვენ გადავცეთ ჩვენი გზავნილი. სხვათა შორის, ვარდების რევოლუციის წინ ბეიკერი ჩამოვიდა. ეს გზავნილი უნდა გადაეცეს არა მხოლოდ იმის გამო, რომ არის სახელმწიფო მდივანი, მასთან ერთად ჩამოვა ძალიან ბევრ ჟურნალისტი. უკვე ძალიან ბევრი უცხოელი ჟურნალისტი მიკავშირდება, დღეში რამდენიმე ინტერვიუს ვიძლევი. მაგრამ, ნამდვილი აფეთქება მოხდება ამ თემის საერთაშორისო მედიაში, რაც ძალიან გააძლიერებს ჩვენი გამარჯვების ეფექტს და საქმეს, თუ კარგად ვიქნებით ორგანიზებული ხვალ და სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლისთვის. 

ქართული ოცნება არის დაშინებული, შეშინებული, აკანკალებულია. დააკვირდით მათ რეაქციებს, შევარდნაძე ბევრად უფრო მაგრად იდგა, ვიდრე ესენი დგანან. ესენი მართლა არიან, ახლა ბოდიში და მართლა ჩაფსმულები. ახლა ესენი რომ აქედან გამოვაძვრინოთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან “ფარჩაკები” და ჩვენ არ ვართ “ფარჩაკები”, ქართველი ხალხი არ არის “ფარჩაკი”…

წინა სტატიასომხეთში, აქციაზე დაკავებულები, მათ შორის ვაჰაგან ჩახალიანი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ბრიფინგი გაიმართა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური