მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: "ხალხი არ ყალბდება, ხალხი რუსთაველზე დგას"

ნიკა მელია: “ხალხი არ ყალბდება, ხალხი რუსთაველზე დგას”

Published on

მოქალაქეებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ მიმართა. მისი თქმით, პარლამენტის წინ შეკრებილი განსხვავებული პოლიტიკური ლიდერები და ხალხი ერთიანი სწორედ თავისუფლებაშია.

“ისტორიის გზაგასაყარზე შევიკრიბეთ უდიდეს გამოწვევათა წინაშე, იქ სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი. ამ სახელმწიფოს ხალხის ბედი და ასე იქნება ახლა ამ ეტაპზე უკვე თანამედროვე ქართველებისა და საქართველოს მონაწილეობით. ჩვენ, თითეულ ჩვენგანს, გვაქვს ერთი ხმა და ეს ერთი ხმა ბევრ წაგვართევს და ნაგვის ურნაში გადააგდეს, მაგრამ ეს ერთი ხმა კვლავ ლაპარაკობს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი ხმა აპროტესტებს რუსთაველის გამზირზე. იქ სადაც დაიძერწა, იქ სადაც გამოიჭედა საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობა”, – ამბობს ნიკა მელია.

ოპოზიციურმა ლიდერი ასევე ამბობს, რომ არჩევნების შედეგები მხოლოდ ფურცელზე ყალბდება ხოლო “ხალხი არ ყალბდება, ხალხი რუსთაველზე დგას”. მისი განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხია ერთიანია თავისუფლებაში, ლიდერები, პარტიები, ხახლი განსხვავებულები არიან, თუმცა მათი არჩევანი ერთიანია. “ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ და არ გვინდა ვიყოთ ერთნაირები, ჩვენ პატივს ვცემთ ამ მოცემულობას”, მისი თქმით, სწორედ ესაა ოპოზიციის ძალა.

სიახლეები

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...

სასკოლო ფორმები საქართველოში – დიზაინის ესკიზი ცნობილია

როგორი იქნება სასკოლო ფორმები საქართველოში - დიზაინის ესკიზი ცნობილია. ფოტოებს Interpressnews ავრცელებს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,...

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...