“ლელოს” ერთერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა: “ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ნაბიჯ ნაბიჯ მიიყვანა სიღალტაკემდე და ხალხს დაუფარავად, ცინიკურად უთხრა, რომ “წადი ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ შეიქმენა, წადი სხვაგან იმუშავე”. მან 31 ოქტომბრის არჩევნებით ყველაზე დიდი რამ, ადამიანისთვის ხმა მოპარა, ქართველ ხალხს. ხმა, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული ადამიანისთვის და ამას არავინ არ დათმობს. თქვენ ხედავთ რამდენი პარტიაა წარმოდგენილი, გადახედეთ ერთმანეთს, აქ რამ მოგიყვანათ? პარტიამ? მე აქ პარტიას არ მოვუყვანივარ, არც არავის დაძახებას არ მოვუყვანივარ, მე მომიყვანა ჩემმა მოქალაქეობრივმა მრწამსმა და სიმართლისავის ბრძოლამ, ისევე როგორ თითოეული თქვენთაგანი. ჩვენ ერთმანეთისგან გავხსვავდებით, ეს პარტიები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, არც ერთი პროგრამა ერთმანეთს არ ემთხვევა, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო მაგრამ დღეს, რატომ ვდგავართ აქ? იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვაპროტესტებთ ზეპარტიულ სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს, რომელი არის ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტი, ჩვენი განვითარების და დემოკრატიის ფუნდამენტი –
ოპოზიციური ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი უსაფრთხოების გამო ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საფრხის წინაშე და უვადოდ შეაჩერა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც იქნებოდა “ჩვენი ქეყნის შემოტრიალების წერტილი, ეკონომიკურად, აფხაზეთთან სალაპარაკოდ
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გაყალებული არჩევნების გასაპროტესტებლად რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.” ეს არის ის ძალა, რომელიც მე რწმენას მაძლევს, რომ ჩვენ მართლა ძლიერს სახელმწიფოს ავაშენებთ, მე ვხედავ იმ საქართველოს, სადაც ადამიანები ნორმალურად ცხოვრობენ, სადაც ქუჩაში დგომა თვეში ერთხელ, ჩვენი უფლებების დასაცავად არ გვიწევს”, – თქვა გიორგი ვაშაძემ. მან ასევე მიმართა “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს და თქვა, რომ საპროტესტო მუხტი ქვეყანაში არ იკლებს. “მოეგეთ გონს და მესამე რაუნდზე მოლაპარაკებების, ველოდებით ადეკვატურ პასუხს ხალიხსთვის”
რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თაკო ჩარკვიანმა მიმართა. ჩარკვიანი ამბობს, რომ დღეს ხალხი იმიტომ შეიკრიბა, რომ ქვეყანაში რუსული მმართველობა დასრულდეს. მშიერი ქართველი ხალხო, 3 მილიონ საქართველოში? – შემირცხევნია შენი მილიარდები, როგორ აშიმშილებ 3 მილიონ ქართველს – დღეს ჩვენ აქ მოვედით, რომ ის დამსხვრეული ოცნებები, რომელიც თავზე დაგვამხო და დაგვამსხვრია რუსმა ოლიგარმქა, დავასრულოთ საქართველოში – აბა ვინ გამოჩნდება, ის ქართველი, რომელიც იტყვის, რომ დეპუტატად ბიძინას მონად შევდივარო, ასეთს მე არ ვიცნობ ოპოზიციაში – მწყინს, რომ კვლავ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ კვლავ რუსული მმართველობა გვადგას უღელად მხრებზე, – ამბობს თაკო ჩარკვიანი