მთავარისიახლეებიპოლიტიკასომხეთში, აქციაზე დაკავებულები, მათ შორის ვაჰაგან ჩახალიანი გაათავისუფლეს

სომხეთში, აქციაზე დაკავებულები, მათ შორის ვაჰაგან ჩახალიანი გაათავისუფლეს

Published on

სომხეთში 11 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე, მოძრაობა ”ჯავახკის” ლიდერი ვაჰაგნ ჩახალიანიც.

გამოძიების დასრულებამდე, ჩახალიანს ქვეყნის დატოვება ეკრძალა.

ერევანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციამ ოპოზიციის 20-მდე ლიდერი დააკავა. ისინი ნიკოლ ფაშინიანის მიერ ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების ხელმოწერას აპროტესტებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. ასევე, მონაწილეობდნენ პარლამენტის შენობის შტურმშიც.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია ყარაბაღის ომში ჩახალიანის დაღუპვის შესახებაც, რაც არ დადასტურდა, შემდეგ კი იგი გამოჩნდა ბოლო დღეებში სომხეთის დედაქალაქში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში, სადაც პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. იგი მონაწილეობდა პარლამენტის შენობის შტურმშიც, რა დროსაც სიტყვითაც გამოვიდაამას მისი დაკავება მოყვა.

.

.

სიახლეები

რუსული სარაკეტო-დრონული იერიში ოდესაზე – დაღუპულია 8 ადამიანი, დაშავებულია 16

რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო-დრონული იერიშის შედეგად ოდესაში, 16 აპრილის ღამეს, სულ მცირე 8 ადამიანი...

რუხაძემ ლიბერთი ბანკი გაყიდა

ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია იმედის შემდეგ ლიბერთი ბანკიც ახალ მფლობელს ოფიციალურად გადააბარა. აქციების 95.99 %...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...