მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციის შენობასთან გამართული აქციის...

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციის შენობასთან გამართული აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკა მელია იყო

Published on

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის, დავით მუჯირის განცხადებით, ფედერაციასთან გამართული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას და საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველის, კახაბერ ალადაშვილის მიერ იყო დაორგანიზებული.

მისივე თქმით, ფეხბურთიის ფედერაცის წარმომადგენლები ქართველ გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან და დაუპირისპირდნენ მათ, ვინც ,,პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ“.

„ფეხბურთის ფედერაციიდან არავინ, მათ შორის ვეტერანი ფეხბურთელებიც ქართველ გულშემატკივარს არ დაპირისპირებიან. დღეს, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე წუთები აქვს და ნამდვილი გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ შუაში არ არის. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შესაძლოა, დაუპირისპირდნენ მათ ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ, თუმცა ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი დიდი სინანულით არის განწყობილი“, – განაცხადა დავით მუჯირმა.

მისივე თქმით, გაუგებარია რატომ ხდება დღეს პროვოკაციები და ჩვენს გუნდს ისე როგორც არასდროს, ახლა სჭირდება გამხნევება.

,,ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატამდე და ისე როგორც არასდროს, ჩვენს გუნდს სჭირდება მხარდაჭერა. ორ დღეში ოფიციალური თამაში გვაქვს სომხეთის ნაკრებთან და საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ არის დღეს ეს პროვოკაციები იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის გათამაშების კიდევ ორი დასკვნითი ეტაპი აქვს. ისე როგორც არასდროს, ჩვენს გუნდს სჭირდება ახლა გამხნევება. დარწმუნებული ვარ, რომ რაოდენობრივად ჩვენ უფრო ბევრნი ვართ, ფეხბურთის გულშემატკივრები, მაგრამ ყველაზე მეტი ჩვენმა ფეხბურთელებმა დაკარგეს ის, რომ ევროპის ჩემპიონატის შანსი ვერ გამოიყენეს“, – აღნიშნა დავით მუჯირმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხმაური იყო. აქტივისტების პროტესტი იმან გამოიწვია, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის გუშინდელ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, თუმცა, მატჩს მმართველი გუნდის წევრები დაესწრნენ.

სამოქალაქო აქტივისტები ფედერაციაში ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას გეგმავდნენ, რის გამოც ფედერაციის თანამშრომლებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...