მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პოსტს ტოვებს

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი პოსტს ტოვებს

Published on

ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე”, “ევრო 2020”-ის პლეი ოფის ფინალში, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროპირველობის ფინალში 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციამ “ტვიტერით” გაავრცელა.

“ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ”, – განაცხადა ვაისმა.

მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა.

“ყველა ცუდად ვართ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ბოდიში მინდა მოვიხადო, უიღბლო დღე იყო… გახარება გვინდოდა ყველასი, მაგრამ… მხოლოდ მწუხარება დაგვრჩა”,- აღნიშნა მან.

ვაისის ინფორმაციით, პოსტს ორი თამაშის – 15 და 18 ნოემბერს დაგეგმილი მატჩების შემდეგ დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ მისი განცხადების შემდეგ ქართველი ჟურნალისტების ნაწილმა პროტესტის ნიშნად პრესკონფერენცია დატოვა.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა. შედეგად, ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში მაკედონიელთა თავდამსხმელმა გორან პანდევმა გაიტანა.

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 2021 წლის ივნისში გაიმართება.

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...