მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

Published on

შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება ევროკავშირის ელჩიც.

მმართველი პარტიიდან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ესწრება, “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძე, “ევროპული საქართველოდან” დავით ბაქრაძე, “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი და “ლეიბორისტული” პარტიიდან შალვა ნათელაშვილი.შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ მივიდა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიროგი ვაშაძე და “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე. 

“დიალოგი უნდა დაიწყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში დიალოგი რეჟიმთან შეიძლება იყოს ერთადერთზე – ხელახალ არჩევნებზე. შემდეგ უკვე ნიუანსები იქ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი, ვინ ჩაატარებს, ეუთოს ეგიდით იქნება ეს თუ ევროკავშირის, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იქნება თუ ნახევრად სავალდებულო… როგორც საკუთარ ყურებს ვერ დაინახავენ უსარკოდ, ისე ვერ გაიგებენ ჩვენგან ამ არჩევნების შედეგების აღიარებას”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა. 

საქართველოში აშშ-ის ელჩთან გამართული არაფორმალური შეხვედრიდან გამოსული პირველი ლეიბორისტი აცხადებს, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა და ორ თვეში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, არჩევნების შედეგები ბათილად უნდა იქნას ცნობილი. სურთ ცესკოს მიერ, სურთ უმაღლესი სასამართლოს მიერ, ჩვენთვის ამას მნიშვნელობ არა აქვს,  ორ თვეში უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს ეუთოდან და ევროკავშირიდან დაკომპლექტებული, და რაც მთავარია, გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია. გადათვლას არავითარი აზრი არ აქვს, სულაც რომ ცივ ქვაზე დავრჩეთ და არანაირი დაფინანსება არ გვექნეს,  – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა. 

 მე შემიძლია ვთქვა, რომ იქ მიმდინარე საუბრების დეტალიზაცია, მოლაპარაკების თანახმად, არ მოხდება. მაგრამ შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ ქართული ოპოზიცია ასეთი ერთიანი, როგორიც ახლაა, არ მინახავს. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით“,- განაცხადა ნათელაშვილმა.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...