მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ, თუ არა ჩვენ, ქართველებმა ვიცით რას ნიშნავს რუსეთის ,,მშვიდობისმყოფლობა''

ვინ, თუ არა ჩვენ, ქართველებმა ვიცით რას ნიშნავს რუსეთის ,,მშვიდობისმყოფლობა”

Published on

მთიანი ყარაბაღის რეგიონში რუსული სამშვიდობო ძალები განლაგდნენ. მათი განთავსება გაწერილი იყო შეთანხმებაში, რომელსაც ხელი სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა რუსეთის პრეზიდენტთან ერთად მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ცეცხლი შეწყვიტეს.

შედეგად, აზერბაიჯანი იტოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რაც 27 სექტემბრის შემდეგ აიღო, მათ შორის მთიანი ყარაბაღის რეგიონში სიდიდით მეორე ქალაქ შუშას. გარდა ამისა, სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა გადასცეს აღდამის მხარეში დაკავებული ტერიტორიები, ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონები. თუმცა, დარჩება ლაჩინის დერეფანი, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის დაკავშირებას სომხეთთან.

ასევე სომხეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან. ტრანსპორტს რუსეთის FSB-ს სასაზღვრო სამსახურის ორგანოები გააკონტროლებენ.

რუსი სამშვიდობოები ფრონტის ხაზის და ასევე მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის გასწვრივ განლაგდებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით უკვე დაიწყო შეთანხმებით გათვალისწინებული 1 960 რუსი სამხედროს გაგზავნა ადგილზე. ასევე გასაგზავნად მზადაა სამხედრო ტექნიკაც, რომელშიც შედის 90 ჯავშანტრანსპორტიორი, 380 ერთეული ავტომობილი და სპეციალური აღჭურვილობა.

შეთანხმების მიხედვით, კონტიგენტი აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 წლით განთავსდება. მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება კიდევ 5 წლით, თუ არც ერთი მხარე არ მოითხოვს 6 თვით ადრე შეთანხმების ამ პუნქტის შეწყვეტას

ვინ, თუ არა ჩვენ, ქართველებმა ვიცით რას ნიშნავს რუსთის მშვიდობისმყოფლობა და როგორ ,,იცავენ” ეს ეგრეთწოდებული ,, მშვიდობისმყოფელები”საზღვარს სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის

,,რუსეთის სახელმწიფო არ უნდა ყოფილიყო და მომავალშიც არ უნდა იყოს შუამავალი კონფლიქტის მოწესრიებაში, რადგანაც ის თვითონაა კონფლიქტის მხარე. რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალები არმოადგენენ სამხედრო შენაერთებს, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ აფხაზეთის ოკუპაციაში, გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში. მათ ხელოვნურად შექმნეს და აფიქსირებენ საზღვარს აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, იცავენ იმას. რაც მათ დაიპყრეს” – ეს არის ფრაგმენტი თამაზ ნადარეიშვილის მოხსენებიდან ევროსაბჭოს გაფართოვებულ სხდომაზე 1997 წელს. ფრაგმენტს სოციალურ ქსელში თამაზ ნადარეიშვილის მეუღლე ლელა ყურაშვილი ავრცელებს

სიახლეები

ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან

აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...

ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება

ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...

რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...