საქართველოში მაიკ პომპეო ჩამოდის

0
422

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტი 17-18 ნოემბერს იგეგმება

საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და კულტურული გაცვლების სფეროში.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მხარეები განიხილავენ საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნებს შორის თანამშრომლობას რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. მხარეები, ასევე, განიხილავენ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

წინა სტატიავინ, თუ არა ჩვენ, ქართველებმა ვიცით რას ნიშნავს რუსეთის ,,მშვიდობისმყოფლობა”
შემდეგი სტატიამიხეილ საკაშვილი: ,,ოპოზიციის საერთო გეგმაში არაფერი იცვლება – სახალხო პროტესტი უნდა გაგრძელდეს და პარალელურად, მოლაპარაკება ივანიშვილის ხელისუფლებასთან მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნაზე”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური