მთავარიUncategorizedენმ უერთდება 4 პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების თაობაზე

ენმ უერთდება 4 პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების თაობაზე

Published on

ერთიანი ნაციოანალური მოძრაობა უერთდება დღეს 4 პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების თაობაზე.

“ნაციონალური მოძრაობა უერთდება იმ განცხადებას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა 4 პოლიტიკური პარტიის მიერ”, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

“ჩვენ სრულად ვიზიარებთ ამ განცხადების სულისკვეთებას, ისევე, როგორც ტექსტს, მის თითოეულ სიტყვას. მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პროტესტი”, — განაცხადა ასევე ენმ-ს წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი აცხადებენ, რომ მშვიდობიან პროტესტს აგრძელებენ. ამის შესახებ საუბარია პარტიების ერთობლივ განცხადებაში. ეს განცხადება დავით ბაქრაძემ მათ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც მხოლოდ ეს ოთხი პარტია ესწრებოდა.

დავით ბაქრაძის განცხადებით, შეთანხმდნენ სამ ძირითად პრინციპზე: აქციები იქნება მშვიდობიანი, ხელისუფლებასთან დიალოგი იქნება მხოლოდ ახალი არჩევნების საკითხზე, პარტიები კვლავ უარს აცხადებენ საპარლამენტო მანდატებზე და მეორე ტურებში მონაწილეობაზე.

ოპოზიციის წარმომადგენლები 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობენ და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. არც ერთი პარტია, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და მთავრობისგან ცენტრალური საარჩევნო კომიისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენებასა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. პარლამენტთან გაიმართა რამდენიმე აქცია, ასევე გაიმართა მსვლელობა ცესკოსკენ, სადაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით მომიტინგეები დაშალა.

სიახლეები

ჩვენს თავზე 30 უპილოტო დაფრინავდა, ნამსხვრევები 11 ადგილზე ვიპოვეთ – აფხაზური მხარე

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ, სამხედრო-საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა არგურ გუმბამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ 5...

ირანმა დრონებით აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა

ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე იერიში მიიტანა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანული დრონი აეროპორტის შენობას...

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სენაკში გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ცეცხლი “ნატოჩაოს უბანში” ერთ-ერთ შენობას...

ტრამპის თქმით, ირანში სამხედრო მოქმედებებს 10-დან 15 ქულით აფასებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს 10 ქულიდან 15-ით აფასებს. "ფრონტზე...