მთავარისიახლეებიპოლიტიკა"შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები"- ირაკლი კობახიძე

“შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები”- ირაკლი კობახიძე

Published on

ბრიფინგზე, რომელიც აქციის წყლის ჭავლით დაშლის მორიგი მცდელობიდან მალევე გაიმართა, ირაკლი კობახიძე მელიას და მის თანაგუნდელებს “კანონის მთელი სიმკაცრით დასჯით” დაემუქრა:

“შტურმის მოთავეები არიან ნიკანორ მელია და მისი ზონდერჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩვენ ვაცხადებდით, რომ პოლარიზაციას იწვევს კრიმინალების ყოფნა არა ციხეში, არამედ პოლიტიკაში. საქართველოში მალე დადგება დრო როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები ხოლო კრიმინალები კანონის სრული დაცვით იქნებიან ციხეში”, – განაცხადა კობახიძემ.

მან აქციის მონაწილეებს “კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავშეკავებისკენ”, სამართალდამცველებს კი “პროპორციული ძალის გამოყენებისკენ” მოუწოდა.

“მოვუწოდებთ კანონსაწიმააღმდეგო შეკრების მონაწილეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებთ პროპორციული ძალის გამოყენებისკენ”, – განაცხადა კობახიძემ.

სიახლეები

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...

SJC-სახელმწიფო წლების განმავლობაში უგულებელყოფდა ციხეებში უხარისხო საკვების პრობლემას

სოციალური სამართლიანობის ცენტრი პენიტენციურ სისტემაში კვების მხრივ არსებულ გამოწვევებს ეხმაურება. "2025 წლის მარტში „რადიო თავისუფლების“...

პაპუაშვილი- საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს აცდენილია

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას...